რუსმა სამხედროებმა სოხუმში განთავსებული მოძრავი ჰოსპიტლის დემონტაჟი დაიწყეს. მედიკოსები აფხაზეთს 16 დეკემბერს დატოვებენ.
გუშინ, 13 დეკემბერს, მობილური ჰოსპიტლიდან ბოლო პაციენტები გაწერეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ჯანდაცვის მინისტრის" ედუარდ ბუთბას განცხადებით, რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა დიდი დახმარება გაუწია აფხაზ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, ახლა მთელი დატვირთვა ისევ ადგილობრივ მედიკოსებს დააწვება.
რუსეთის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალი პანდემიის პერიოდში სოხუმში მეორედ 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მოეწყო. მანამდე, ის ქალაქში 2020 წლის ოქტომბერიდან 2021 წლის მარტამდე მოქმედებდა.
რუსული მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ჰოსპიტალი, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი, პანსიონატ "აიტარის" ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.
მასალის გამოყენების პირობები