ძლიერი ქარის გამო, უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
შეზღუდვა 16 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ინფორმაციისთვის, 13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სინოპტიკოსები დროგამოშვებით ძლიერ ქარსაც პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები