აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 480-მდე მოქალაქე დააჯარიმეს - სოხუმი
2021 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა,
რუს კოლეგებთან ერთად, სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის 500-ზე მეტი „სამართალ დამრღვევი“ დააკავეს.
ამავე ინფორმაციით, ენგურზე „საზღვრის“ უკანონო კვეთის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 3 , ხოლო 478 მოქალაქე დაჯარიმდა.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში დე ფაქტო სუს - ის თანამშრომლებმა „საზღვარზე“ სხვადასხვა მიზნით საქონლის უკანონო გადატანის 20 მცდელობა აღკვეთეს.
„ამოღებულია, 600 ათასი რუბლის ოდენობის, 2300 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია, ასევე მილიონ ხუთასი ათასი რუბლის ღირებულების, სამომხმარებლო დანიშნულების საქონელი. უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები