ახალი ამბები
„მეგრელა“, „აბაშა“, „ბუბლიკა“ - ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული დ.ს. მათ ბრალი "ქურდული სამყაროს" წევრობაში, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ედებათ.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები: გ.ლ., ბ.ჟ. და გ.გ., საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ - ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვის და "ქურდული სამყაროსთვის" სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, "ქურდული სამყაროს" ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისის თვიდან, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინი "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს - გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ "ქურდული სამყაროს წევრების" საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.

,,ქურდული სამყაროს“ წევრები - გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხას იხდიდნენ.

"ქურდული სამყაროს" აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ.ჩ.-ს და მის მომხრე მძღოლებს „ქურდული სამყაროს“ წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ფული და არაოფიციალური დოკუმენტაცია“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.