"გახარია-საქართველოსთვის" წევრის, გიგა ფარულავას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელება "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გააპროტესტა.
მან დეპუტატს უთხრა, რომ გახარიას პარტიას 20 ივნისის მოვლენების დაშავებული მონაწილეების წინაშე ვალი აქვს.
"გახსენებთ, რომელ პარტიას წარმოადგენთ. თქვენ წარმოადგენთ პარტიას, რომელსაც მაკო გომურის და კობა ლეთოდიანის თვალი აქვს", - უთხრა სიჭინავამ დეპუტატებს.
თავის მხრივ, გიგა ფარულავამ უთხრა აქტივისტს, რომ ისინი პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე გრძნობენ და მოქმედებენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. დეპუტატმა მალხაზ თორიამ კი სიჭინავას შოუმენი უწოდა.
ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. სხდომა
1 კვირით გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები