წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯის ჯაღირას უბანში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც გზა სრულად ჩაიხერგა. შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილი იყო 6 ოჯახი.
უხვმა ნალექმა საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთიც დააზიანა.
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა, რისთვისაც შესაბამისი ტექნიკა იყო მობილიზებული. როგორც მან "ათინათს" უთხრა, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები