თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის (კმ70-კმ187) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, დიზი-უშგული (კმ90-კმ187) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის, ზუგდიდი-ხაიშის (კმ1-კმ70) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
მასალის გამოყენების პირობები