22-23 დეკემბერს სინოპტიკოსები ზუგდიდში თოვლს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან ტემპერატურა დაიკლებს
და მომდევნო დღეებში ნალექი თოვლში გადაიზრდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3, ხოლო ღამით -3, -6 დაფიქსირდება.
„ძლიერი თოვა არ იქნება, უფრო ინტენსიურს ველოდებოდით, თუმცა რაოდენობა მცირდება. სამეგრელოში 22-23 დეკემბერს აუცილებლად მოთოვს. 23,24 ჰაერის ტემპერატურა +1,+3 გრადუსი იქნება, ღამით კი ყინვა გაძლიერდება. 25 დეკემებერს შესაძლოა -6 გრადუსი დაფიქსირდეს“, - უთხრა რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.
სინოპტიკოსები გამოდარებას 25 დეკემბრიდან ვარაუდობენ.
ფოტო: თემურ ბართავა
მასალის გამოყენების პირობები