თბილისი-ზუგდიდის მატარებელს დანიშნულების ადგილას ჩასვლა რამდენიმე საათით დააგვიანდება
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი, რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე დაახლოებით 2 საათით იყო გაჩერებული, დაიძრა.
მგზავრების ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის შეუფერხებლად მგზავრობენ, თუმცა არა აქვთ ინფორმაცია რომელ საათზე იქნებიან დანიშნულების ადგილას.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული მატარებელი თბილისიდან 08:15 საათზე გადის და ის ზუგდიდში 14:15 საათზე იმყოფება.
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სადგურ „ძირულასა“ და „მარელისს“ ძაბვა გაეთიშა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ამავე ინფორმაციით, უამინდობის გამო შესაძლოა მატარებლების მოძრაობა კვლავ შეფერხდეს.
მასალის გამოყენების პირობები