საირმე-ბაღდათის გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო 15-მდე ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ზუგდიდელი გადაადგილებას ვერ ახერხებს. ისინი დახმარებას ითხოვენ და შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"საათზე მეტია ვურეკავთ 112-ს, ვიყინებით. ორსული ქალი გვახლავს, თუ დროულად არ მოვიდნენ, არც ვიცი რა შეიძლება მოხდეს. ფეხით დავრუნდით, საირმისკენ", - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ მოქალაქეების დასახმარებლად მაშველები უკვე გავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები