საქართველოდან ექსპორტზე 16.4 მლნ აშშ დოლარის მანდარინი გაიტანეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 33.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი,
რომლის ღირებულებამ 16.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, წარმოებული მანდარინი ექსპორტზე გავიდა რუსეთში (22 677 ტონა), სომხეთში (6 086 ტონა), უკრაინაში (3 582 ტონა), მოლდოვაში (463 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (104 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა).
მასალის გამოყენების პირობები