31 იანვრამდე უნალექო და თბილი ამინდი იქნება - სინოპტიკოსები
2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში
+7, +12 გრადუსი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1 იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით“, - ამბობენ სააგენტოში.
სინოპტიკოსები 2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდს და
დასავლეთის მიმართულების ქარს ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები