ძლიერი ქარი, წვიმა და ზვავსაშიშროება - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია
მოსალოდნელი.
მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია ნავარაუდევი. ზღვაზე კი სინოპტიკოსები 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.
სააგენტო მოსახლეობას საავტომობილო გზებზე ლიპყინულის, ხოლო მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროების შესახებ აფრთხილებს.
გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები