გალის რაიონის მილიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია თემურ ზუხბა, რომელსაც ჩხრეკისას 6 შეკვრა "მეტადონი" აღმოაჩნდა. ამ უკანასკნელის ცნობით, ნარკოტიკების პარტია, რომლის საერთო წონა 8 გრამს აღემატება, თავდაპირველად გალის მცხოვრებმა მურმან ლემონჯავამ შეიძინა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ლემონჯავა კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც "კანონიერი ქურდი - მურმან გალსკი".
უწყების თანახმად, ლემონჯავამ ზუხბას 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება 150 ათას რუბლად გადასცა გასაყიდად, დანარჩენი კი სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
გალის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები