ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს და სხდომა ერთი თვით გადაიდო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლები და ამბობენ,
რომ ეს ყველაფერი დროის გაყვანას ემსახურება. ისინი მმართველ პარტიასა და ენმ-ს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.
მანამდე, 1 საათიანი
შესვენება გამოცხადდა, თუმცა ამ დროში სხდომას საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ შეუერთდნენ და კვორუმი ვერ შედგა.
წარმომადგენლობით ორგანოში განმარტეს, რომ ამ პერიოდში ნებისმიერ ფრაქციას საშუალება ექნება მოიწვიოს სხდომა.
მასალის გამოყენების პირობები