თოვლი, შტორმი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება - 13 იანვრიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.
"ნავარაუდებია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები