ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში 14 იანვარს, 16:00 საათზე გამოფენა - “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას” გაიხსნება.
მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ნივთები დადიანების კოლექციიდან, რომლებსაც რესტავრაცია 2018-2021 წლებში ჩაუტარდა. ამასთან, გამოიფინება სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ყოფა-ეთნოგრაფიის ნიმუშები.
გამოფენა 2022 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, მისი დათვალიერება უფასოა!
მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ნიკო დადიანის სასახლე 14 იანვრამდე დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები