საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე
სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, სახელმწიფო დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზეც.
მასალის გამოყენების პირობები