ზუგდიდის სოფლების ნაწილისთვის მიწოდებული წყალი არ იწმინდება - აუდიტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმეტეს
ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება გრაფიკით. მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც სოფლების წყალმომარაგებაში არსებულ ხარვეზებს ეხება. ეხება. ამავე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მერიამ 2019-2020 წლებში 1,3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„აუდიტის ჯგუფმა, მერიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, შეისწავლა მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა. ქალაქ ზუგდიდის და ორი სოფლის − ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
დანარჩენი 46 ადმინისტრაციული ერთეულიდან 2-ს წყალი მიეწოდება მუდმივად, 22 ერთეულში მცხოვრებ 31,682 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით, ხოლო სხვა 22 ერთეულის 7,571 ოჯახისთვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი.46 მოსახლეობის წყალმომარაგების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მოსახლეობისთვის ინდივიდუალური წყლის მრიცხველები არ არის დამონტაჟებული, არ მიმდინარეობს წყლის სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის გადახდა. მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას და სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება; ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით“,- ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო აუდიტი მერიას რეკომენდაციებით მიმართავს და მოუწოდებს საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებას და წყლის ხარისხის შემოწმებას.
მასალის გამოყენების პირობები