ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 293 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 72 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი
ავრცელებს.
ამავე ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში გუდაუთის კლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა. აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 166 პაციენტი მკურნალობს, მათგან 59 მძიმე მდგომარეობაშია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 სულ 38840 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 33027, გარდაიცვალა - 572 პირი.
მასალის გამოყენების პირობები