ელექტროქსელებზე ზამთრის პერიოდში გაზრდილი დატვირთვის გამო, სოხუმის ცენტრალურ ნაწილს ელექტროენერგია დღეში 2 საათით გაეთიშება.
ინფორმაციას აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.
"მარაოსებრი" გათიშვების გარიფიკი ქალაქის სხვა უბნებსა და სოხუმის რაიონის ნაწილისთვის მანამდეც ამოქმედდა.
უფრო ადრე "ჩერნომორენერგო" იუწყებოდა, რომ 21 დეკემბრიდან აფხაზეთის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდება. "მარაოსბერი" გრაფიკი ამ დროიდან გაუქმებული იყო, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ელექტროქსელებზე დიდი დატვირთვის დროს წესდებოდა. თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ხაზებს "შეშელეთი - 1" და "შეშელეთი - 2", რომლებიც ოჩამჩირის, გულრიფშის და გალის რაიონებს უზრუნველჰყოფს ელექტროენერგიით, ისევ ენგურჰესი კვებავს.
მასალის გამოყენების პირობები