გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ თოვლია მოსალოდნელია, ზოგან ძლიერი. ამასთან, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის
მნიშვნელოვან კლებას პროგნოზირებენ.
„მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ამბობენ სააგენტოში.
ამავე ცნობით, 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები