სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა
3 160 პირი, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 4 171 დაფიქსირდა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 659, საიდანაც 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს.
მასალის გამოყენების პირობები