სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის მაღალი ზონის სოფლებში დიდთოვლობის გამო დილიდან გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს,
იყრება ტექნიკური მარილი. ამავე ცნობით, ამ დროისთვის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იწმინდება სოფლების შიდა გზებიც.
დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება მუნიციპალიტეტის რვა სოფელს.
"დაზიანებულ კერებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტრო მომარაგება ყველა პრობლემურ სოფელს დღესვე აღუდგება. დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობელემების აღმოფხვრის სამუშაოებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია პირადად ხელმძღვანელობს",- ამბობენ გუბერნიაში.
უხვმა ნალექმა
პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც.
მასალის გამოყენების პირობები