წალენჯიხის საკრებულოში ახალი თავმჯდომარის არჩევას დღესაც შეეცდებიან. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც კენჭს უყრიან გიორგი გახარიას
პარტიის წარმომადგენელს, კორნელი სალიას.
მანამდე, სხდომაზე დაპირისპირება იყო ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. მმართველი პარტია „საქართველოსგან“ ითხოვდა განმარტებას, სალიას არჩევის შემთხვევაში როგორ გადანაწილდება თანამდებობები საკრებულოში, რაზეც გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს იქნება დაბალანსებული და სამართლიანი.
ჯერ უცნობია დაუჭერს თუ არა მხარს წარდგენილ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“
ინფორმაციისთვის, წალენჯიხის საკრებულოს ეს თავმჯდომარის არჩევის მეხუთე მცდელობაა.
წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოში 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, ენმ-ის და "ქართული ოცნებას" 11-11 წევრი ჰყავს, "ლელოს" 1, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" 3 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები