ფოთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სრულად დაიწვა ერთი საცხოვრებელი ბინა, მეორე კი ნაწილობრივ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზეა 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები