აფხაზეთში რუსი სამხედროები "არმიის საერთაშორისო თამაშებისთვის - 2022" ემზადებიან
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა კონკურსისთვის "სამხედრო დაზვერვის ფრიადოსნები"
მზადება დაიწყეს. ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სამხედრო დაზვერვის ოფიცრები სწავლებას რთულ რელიეფზე მთებსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გაივლიან, "არმიის საერთაშორისო თამაშები - 2022" - ში მონაწილოების უფლების მოსაპოვებლად. კონკურსის პირველ ეტაპში 500 - მდე სამხედრო მოსამსახურე ჩერთვება.
"არმიის საერთაშორისო თამაშები" ფართომასშტაბიანი სამხედრო ღონისძიებაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. 2022 წელს ის მერვედ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები