წალენჯიხის საკრებულოში მერმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ საკრებულოს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია და ის საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.
„უკრაინას მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება და უფლებების შეზღუდვა პოლიტიკური ულტიმატიმებით კატეგორიულად მიუღებელია და ეს შეზღუდვა ეხება არამარტო უკრაინას, არამედ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს დასავლეთისა და ნატოს ღირსეული ნაწილი. რუსეთი ოკუპანტია!“,- ნათქვამია მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, თუმცა მას ხელს არ აწერს ოპოზიცია, რადგან მასში რუსეთი არ არის ნახსენები.
მასალის გამოყენების პირობები