მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე
და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ზუგდიდში, "ქართული ოცნების" რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრებზე, პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე არსებული პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. ამასთან, განისაზღვრა პარტიის სამომავლო გეგმები.
ამავე ცნობით, შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და აქტივი.
მასალის გამოყენების პირობები