ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება
კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ამჯერად, აქცია-პერფორმანსი ბაღის შესასვლელთან მწერლებმა, პოეტებმა და მუსიკოსებმა გამართეს.
მათ შეკრებილებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანი ასეთი იყო: „ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის".
ბუბა სორდია, მომღერალი„აგერ ვხედავთ, ჩვენ თვალწინ როგორ გამოაბრუნეს ხალხი ბოტანიკურის კარებიდან, მათ შორის, ბავშვები. ბაღი ეკუთვნის ხალხს და ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ისევ თავისუფლად არ შევძლებთ შესვლას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ეს არის თავშეყრის ადგილი, სადაც მეგობრები ერთმანეთს ვხვდებოდით, სადაც შვილები დაგვყავდა. მინდა ამ ქალაქს თავისუფალი სივრცე ჰქონდეს, სამწუხაროდ დღეიდან ჩაგვიკეტეს“, - ამბობს პოეტი ნიკა ლაშხია.
ნიკა ლაშხია, პოეტი
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ილია ჭანტურია მიიჩნევს, რომ თუ ხალხი ერთად დადგება და პროტესტი გაგრძელდება, მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
„ქალაქში რომ გაიარო და ხალხს ჰკითხო, 90% გეტყვის, რომ ბაღში შესვლა ფასიანი არ უნდა იყოს. ეს ადგილი არის საჯარო, საზოგადოების თავშეყრის ადგილი, ბევრისთვის გზაა, ადამიანი სამსახურში რომ მიდის, კვეთს ამ ბაღს. ამ ადგილს ბევრი დანიშნულება აქვს და თუ ხალხი ერთად დადგება, მიზანს მივაღწევთ", - ამბობს ილია ჭანტურია.
ილია ჭანტურია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
ინფორმაციისთვის, დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან ბოტანიკურ ბაღში შესვლა
ფასიანი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები