კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდის 26 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
ამ ეტაპისთვის ინფიცირებულია 167 მოსწავლე და 64 პედაგოგი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.
ამასთან სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე იმყოფება სოფელ ჭითაწყარის და რუხის საჯარო სკოლები.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, ონლაინ რეჟიმზე მყოფი სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს ეტაპობრივად, 9 თებერვლამდე დაუბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები