ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: ინფორმაცია ავტობუსების შესყიდვისას არსებულ გადაცდომებთან დაკავშირებით მცდარია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც 2019 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვის დროს არსებულ დარღვევებზე არის საუბარი. მერიის მტკიცებით, 2019 წელს საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებამდე განახორციელა ბაზრის კვლევა, რომლის ფარგლებშიც მიმართა საქართველოს ბაზარზე არსებულ სავარაუდო მომწოდებლებს.

"ბაზრის კვლევა ჩატარდა ავტობუსის ფასის დასადგენად, ხოლო ავტობუსის მახასიათებლები შერჩეული იქნა შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაციით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნა მუნიციპალიტეტის რელიეფური მდგომარეობა, ასევე ავტობუსების შეძენის შემდგომ მისი ექსპლუატაციის პროცესში გასაწევი ტექმომსახურების ხელმისაწვდომობა, რომელშიც იგულისხმება ის, რომ ავტობუსის კოლოფი, ძრავა და ავტობუსის ერთი მარკის შემთხვევაში მისი ტექმომსახურება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იქნებოდა ხარისხის თვალსაზრისით. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ავტობუსები უნდა ყოფილიყო ე.წ ევრო 5-ის კლასი, რადგანაც აირის გამონაბოლქვის ემისიის მაღალი კლასი წარმოადგენდა გარემოს დაბინძურების ნაკლები მაჩვენებლის გარანტიას. ზუგდიდის მერიამ ბაზრის კვლევის შედეგად ტენდერი გამოაცხადა შემოთავაზებულ უმცირესი ფასის მაჩვენებელზე და საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 1 ავტობუსის ღირებულებით 220 ათასი ლარი. რაც შეეხება 178.8 ათას ლარად შეთავაზებულ ავტობუსს ის წარმოადგენდა დაბალი კლასის ე.წ. ევრო 4-ის ტიპს. აღნიშნული შესყიდვის განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ყველა გამოწვევაზე იქნა შესაბამისი რეაგირება. კერძოდ: მუნიციპალიტეტმა შეიძინა ახალი ავტობუსები და მოსახლეობა გადაადგილდება კომფორტულად, ევრო 5-ის კლასის შეძენის პირობებში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი და დაექვემდებარა მსოფლიოში არსებულ უმაღლეს სტანდარტებს, ხოლო ერთი მარკის გადაცემათა კოლოფის, ძრავის და ავტობუსის შესყიდვით მუნიციპალიტეტმა დაზოგა ტექმომსახურებაზე გაწეული ხარჯები, როგორც ღირებულებითი, ასევე სერვისის ეფექტურობის თვალსაზრისით", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ფლანგვის დეტექტორისა" და სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ​სატენდერო პირობებს მხოლოდ ISUZU Novociti-ის მოდელის ავტობუსი აკმაყოფილებდა, რომლის შეთავაზებაც შპს “ჯი თი გრუპს” შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ავტობუსს სხვა მუნიციპალიტეტს ერთ-ერთი კომპანია 178.000 ლარად სთავაზობდა, ზუგდიდის მერიამ თითოეულში 220.000 ლარი გადაიხადა. შპს “ჯი თი გრუპის” დირექტორი იმ დროისთვის დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლი, ლევან გოგსაძე იყო.  გოგსაძეს და კომპანიის 3 მფლობელს "ქართული ოცნებისთვის" და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 218.000 ლარი აქვთ შეწირული.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.