ბესიკ ჭეჟია, რომელიც ამ დრომდე ზუგდიდის საკრებულოს წევრი იყო, მამუკა წოწერიას მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ის თავად ადასტურებს.
"ეს თანამდებობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა მთელ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ ამ საქმეს", - უთხრა მან
"ათინათს".
ამ ეტაპზე ზუგდიდის მერს 3 მოადგილე ჰყავს. მანამდე ამ თანამდებობებზე
კონსტანტინე კაკავა და
მაიზერ ნანავა დაინიშნენ.
მასალის გამოყენების პირობები