ახალი ამბები
ენმ-ის ფრაქცია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს
აქციებისა და სხვადასხვა საპროტესტო აქტივობების პარალელურად, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისი ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოში დღეს დაარეგისტრირა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი და რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ავრცელებს.

"ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტის საფასურის დაწესება მოსახლეობაში უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რასაც მოწმობს სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრები და ჩატარებული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანების ჩართულობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღი არის ერთადერთი მწვანე ზონა ქალაქში.

მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სტატისტიკური მონაცემები თუ ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ ზუგდიდის მოსახლეობის ეკონომიკურ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინიციატივით შემოვდივართ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნას ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტთან დაკავშირებით დაწესებული გადასახადის საკითხი", - ნათქვამია ინიციატივაში.

ინფორმაციითვის, ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება რამდენჯერმე გააპროტესტეს ახალგაზრდებმა და აქტივისტებმა. ამასთან, ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის წარწერები გაჩნდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.