ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტიის მხარდამჭერები და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები სამხარეო ადმინისტრაციის შეიკრიბნენ.
მათი თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეებს, ვისაც რეგიონში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, გაზრდილი კომუნალური გადასახადი მოუვიდათ.
"აქ ჩვენთან ერთად არიან ის ადამიანები, რომლებმაც მოგვწერეს, გამოგვეხმაურნენ, რომ მათი გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა ოთხჯერ და ხუთჯერ დეკემბერთან შედარებით. ეტყობა სურთ მეტი "ამოქაჩონ", ხალხს მეტი წაართვან და თავიანთ ჯიბეში წაიღონ. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც მიმართულია ხალხის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ, რომ მოეგონ გონს, თორემ ხალხი მათ დაუპირისპირდება, ათი წელია ითმენს მოსახლეობა. სოლიდარობას ვუცხადებთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უჭირს შია, ცივა და იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში", - თქვა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მაია კალანდიამ.
გაზრდილი ფასები და კომუნალური გადასახადები დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს.
მასალის გამოყენების პირობები