"პანელზე მდგომი მეძავი" - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა თავმჯდომარეობის კანდიდატად გიგა ფარულავას დასახელებას.
"გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებს მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოთარ ქადარიამ მიმართა და ენმ-სთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
"დადგმული სპექტაკლები არ არის საჭირო. კარგად ვიცით რაც ხდება. ჯერ კიდევ ახლად შექმნილი პარტია "საქართველოსთვის" დღევანდელი მდგომარეობით დაემგვანა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ "მოხსნა" და 4 წლის წინასწარ გადაუხადა", - თქვა ოთარ ქადარიამ.
თავის მხრივ, გიგა ფარულავამ ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას პოლიტიკური უკულტურობა უწოდა და უთხრა, რომ "ქართული ოცნების" წევრებმა ადამიანური სახე დაკარგეს.
ამ წუთში საკრებულოს წევრები კენჭისყრის პროცესისთვის ემზადებიან, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებენ მმართველი პარტიის დეპუტატები. მანამდე, საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა ხმის მთვლელი ახალი დროებითი კომისია აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები