საკანალიზაციო მილში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის დედას ბრალი წაუყენეს
ფოთში, დევნილთა დასახლების კორპუსის საკანალიზაციო მილში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის დედას ბრალი წარუდგინეს.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა, დამატებით დეტალებზე უფლებამდცველი არ საუბრობს.
"გაცნობებთ, რომ მე სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი გახლავართ. შევხვდი ბრალდებულს. მასთან შეხვედრაზე დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გაცნობებთ სამწუხაროდ, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. გეტყვით იმას, რომ ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ანუ, ახალშობილის გარდაცვალების თაობაზე და ამის შემდეგ შემიძლია უფრო ვრცლად ინფორმაცია მოგაწოდოთ", - თქვა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.
ქალისთვის აღკვეღის ღონისძიების შეფარდებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები