თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის ჩაკეტვა სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.
„დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია “ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 20 თებერვალს 15:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები