გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები