სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა დოკუმენტი.
ზუდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში სამართალდამრღვევმა "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.
შედგა შესაბამისი ოქმები.
მასალის გამოყენების პირობები