სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კაჭარავა გახდა.
მას მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და ის პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა. მიზეზად ვეფხვია რუსიამ მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა.
"უკვე არ ვიცი რა ხდება საკრებულოში, არ ვიცი რას აკეთებენ ჩემი თანამშრომლები და ნამდვილად არ მინდა ფორმალურად ვიყო ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მაშინ, როდესაც საკუთარი თავის დაცვაც კი პრობლემაა, არა თუ ჩემი თანამშრომლების დაცვა," - თქვა მან.
მანამდე, მმართველი პარტიის სენაკის ორგანიზაციამ
სასამართლოს მიმართა და ადგილობივი საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, რომლის დროსაც "ქართული ოცნების" წევრების თქმით, საკრებულო კვორუმის გარეშე შეიკრიბა და კანონმდებლობის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადასარჩევად.
მასალის გამოყენების პირობები