სოხუმმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ბჟანიამ აფხაზი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ აფხაზეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ამ რესპუბლიკების ხალხებთან და აფხაზეთის თითოეული მოქალაქე გულწრფელად თანაუგრძნობს მათ ბრძოლას სამართლიანობისთვის, ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის. ამ ყველაფერს აფხაზი ხალხი გადაურჩა. ოცდაათი წლის წინ, საქართველო იგივე მეთოდებით ცდილობდა სამუდამოდ მოეშორებინა აფხაზები. ვავალებ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას, დაიწყოს მზადება აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დასადებად და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის", - ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები