სენაკის მერი: უკრაინის მოვლენები მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ვახტანგ გადელიამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"მინდა გამოვხატო მხარდაჭერა ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის მიმართ და გულწრფელი სოლიდარობა გამოვუცხადო უშიშარ, საკუთარი ქვეყნისათვის თავდადებულ უკრაინელ ხალხს. თვალყურს ვადევნებ უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს მოვლენებს, რაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს!
ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენს ქალაქთან დამეგობრებული ბელაია-ცერკოვის მკვიდრნი და მათ გამძლეობა ვუსურვო", - წერს მერი.
მასალის გამოყენების პირობები