ქარბუქი, ნისლი, შტორმი - საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება და ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა.
უწყების ცნობით ნავარაუდევია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთიან რეგიონებში ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს'', - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები