ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მატების გამო, 7 მარტიდან შეზღუდვები მოიხსნება ენგურჰესიდან ელექტროენერგიით უზრუნველყოფილ გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის
და ტყვარჩელის რაიონებში, ინფორმაციას "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.
ჯერჯერობით შეზღუდვები მოქმედებს ღამის საათებში. ჯვარის წყალსაცავზე სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვები კვლავ დაწესდება, იუწყება აფხაზური ენერგოკომპანია.
ამავე ცნობით, ენერგოდეფიციტს ზამთრის პერიოდში გაზრდილი დატვირთვა და ინფრასტრუქტურის ცვეთა იწვევს. რესპუბლიკაში აკრძალულია კრიპტოვალუტის მოპოვება და მოქმედებს ელექტროენერგიის გათიშვის "მარაოსებრი" გრაფიკი.
"2021 წლის 21 დეკემბრიდან აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, რაც "რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს ფარავს, დანარჩენს (აღმოსავლეთის რაიონები)"ვარდნილ ჰესი-1" ამარაგებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები