ზუგდიდელი პოეტი თემურ ელიავა და მომღერალი ბუბა სორდია უკრაინაში ქართულ ლეგიონს შეუერთდნენ
უკრაინაში მოქმედ მოხალისეთა ბატალიონს "ქართული ლეგიონი" ორი ზუგდიდელი - მომღერალი ბუბა სორდია და პოეტი თემურ ელიავა შეუერთდა.
ინფორმაციას მათი ოჯახის წევრები ადასტურებენ. მათივე ცნობით, ელიავა და სორდია უკრაინაში 2 დღის წინ გაემგზავრნენ.
"ქართული ლეგიონი" არის მოხალისეთა ქვედანაყოფი, რომელიც 2014 წელს დაარსდა. მისი მეთაური მამუკა მამულაშვილია. 2016 წლიდან შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
მასალის გამოყენების პირობები