NATO აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს - კოლომინა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ
აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას.
"ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ვკითხულობთ თვითერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს, ე.წ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები