ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი კონკურსისთვის "ქართული კალიგრაფია 2022" განაცხადების მიღება დაიწყო.
ორგანიზატორების განმარტებით, წელს მონაწილეებს ნამუშევრების წარდგენა ორ - ქართულ და უკრაინულ ენებზე შეეძლებათ.
კონკურსი ჩატარდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის: უმცროს (III-V კლასები), საშუალო (VI-VIII კლასები), უფროს (IX-XIIკლასები) და ზრდასრულ (18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები) კატეგორიაში.
მსურველებს ნამუშევრების
ონლაინ ფორმაში ატვირთვა 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები