ხობის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, გზის პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სავალი ნაწილი თოვლისგან იწმინდება.
"ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებს. ადგილზე მობილიზებულია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები და ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღუდგებათ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები