საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეცვალა
საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში ცვლილებები შეიტანა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლების გასვლისა და ადგილზე ჩასვლის დროების ცვლილება ეხება ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მიმართულებებსაც.
სამგზავრო მატარებელი თბილისიდან ყოველდღე დილის 8:30 წთ-ზე გავა და ზუგდიდში 14:40 წთ-ზე იქნება, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით კი 16:30 წთ-ზე გამოვა და ადგილზე 22:40 წთ-ზე ჩავა.
რაც შეეხება ფოთს, თბილისიდან მატარებელი 18:10წთ-ზე გავა და ფოთში 23:57წთ-ზე იქნება, ფოთიდან თბილისში კი 9:45 წთ-ზე გაემგზავრება და ადგილზე 15:22 წთ-ზე ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები